მორიგი კინოჩვენება ჩატარდა ჩვენს კინონლუბში 13 ივნისს.ამჯერად
ტიმ ბარტონის ფილმი "მაკრატელხელება ედუარდი "ნახეს ბავშვებმა. ფილმის დაწყებამდე
მასწავლებელმა
ბავშვებს შეკითხვით მიმართა : არის თუ არა საზოგადოება პიროვნებების მიმართ ყოველთვის
სამართლიანი ? საინტერესო ვარაუდების გამოთქმის შემდეგ ბავშვებმა ნახეს ფილმი. ჩვენება
მასწავლებელთნ პარალელური დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა , რადგანაც იყო ნიუანსები,რომლებიც
ვერ გაიგეს და გაურკვეველი იყო ბავშვებისთვის. ფილმის შემდეგ გაიმართა განხილვა.ბავშვებს
ძალიან მოეწონათ კეთილი და სევდიანი ედუარდი,რომელიც მზადაა საზოგადოების ყველა დაკვეთა
შეასრულოს.არ მოეწონათ ის,რომ ფილმის გმირმა საზოგადოებასთნ ვერ გამონახა გამონახა
საერთო ენა და მარტო დარჩა. "დამნაშავე თვითონ საზოგადოებაა,რადგან მან ვერ გამოიყენა
ედუარდის შესაძლებლობები და გარიყა იგი ," "საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს მიმღები,რომ
პიროვნებება თავი დაიმკვიდრონ." – დაასკვნეს ბავშვებმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий