2017 წლის 6 ივნისს მორიგი კინოჩვენება ჩატარდა ქუთაისის
33–ე საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა ნახეს ტომ
ტიკვერის ფილმი: "გაიქეცი,ლოლა,გაიქეცი".ფილმის დაწყებამდე მასწავლებელმა
მოსწავლეებში ინტერესის გაღვივების მიზნით შეკითხვით მიმართა: დაფიქრებულხართ თუ არა როდესმე თქვენს
მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე. ბავშვებმა თვისი მოსაზრებების
გამოთქმის შემდეგ ნახეს ფილმი და ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.დისკუსიის ბოლოს
შეაჯამეს გამოთქმული მოსაზრებები და დაასკვნეს,რომ მეგობრობას და სიყვარულს შეუძლია
ყველაზე მკაცრ გამოცდას გაუძლოს და რაც ყველაზე მთვარია ყველა გადაწყვეტილებას,თუნდაც
უმნიშვნელოს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.
Комментариев нет:
Отправить комментарий