ცხოვრება მშვენიერია

ქუთაისის 33–ე საჯარო სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ „თავისუფალი გაკვეთილები“-ს საპილოტე პროექტში. ხელოვნების მიმართულებით  სკოლაში ჩატარდება კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტი „კინო სკოლაში“ .გაკვეთილები მიზნად ისახავს  7-8 კლასის მოზარდებში კრიტიკული აზროვნების  და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენებას ჩაატარებს კინოცენტრის მიერ მოწვეული სპეციალისტი და სკოლის პედაგოგი.

      პირველ შეხვედრაზე მასწავლებელმა ბავშვებს გააცნო გაკვეთილების ფორმატი,მიზნები,მისაღწევი შედეგები და ერთმანეთს გაუზიარეს მოლოდინები.დაწერეს და თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს  ერთობლივად შემუშავებული კინოში ქცევის და  დისკუსიაში მონაწილეობის წესები.
    პირველი კინოჩვენება ჩატარდა მოწვეული სპეციალისტის მიერ .
თემატიკა: მშობლის და შვილის ურთიერთობა.კინოკლუბის წევრებმა ნახეს იტალიელი რეჟისორის რობერტო ბენინის დრამა, კომედია "ცხოვრება მშვენიერია."ფილმის მსვლელობას ბავშვები ემოციებით ადევნებდნენ თვალს.ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.განსაკუთრებული აქტიურობით მერვე კლასის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ,რადგან  მეორე მსოფლიო ომის თემა ისტორიის კურსიდან მათთვის ნაცნობი იყო.    








Комментариев нет:

Отправить комментарий