12 განრისხებული მამაკაცი

ამერიკელი რეჟისორის სიდნი ლუმეტის ფილმი "12 განრისხებული მამაკაცი "ნახეს მოსწავლეებმა მორიგი კინოჩვენების დროს,რომელიც კინოცენტრის მიერ მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა 18 აპრილს.ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.ბავშვების ჩართულობა და აქტიურობა დისკუსიაში ძალიან დიდი იყო.12 ნაფიცი მსაჯულის განაჩენს და მოვლენათა მსვლელობას სულმოუთქმელად ადევნებდნენ თვალს ბავშვები და ძალიან ემოციური დისკუსია გამართეს. სად არის სიმართლე,რატომაა საზოგადოება გულგრილი ერთული ადამიანების ბედის მიმართ,რა შეგვიძლია ჩვენ,შეგვიძლია თუ არა შევცვალოთ დამოკიდებულება საზოგადოების კონკრეტული საკითხის მიმართ.ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადნენ ბავშვები და დისკუსიის ბოლოს გამოიკვეთა შემდეგი: ერთ ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალოს იგი. 








Комментариев нет:

Отправить комментарий