მორიგი
კინოჩვენება ჩვენს კინოკლუბში 18 მაისს ქართული
მხატვრული ფილმის ჩვენებით გაიმართა.ბავშვებმა ნუგზარ შატაიძის მოთხრობის "მოგზაურობა
აფრიკაში"მიხედვით გადაღებული გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი"
ნახეს. ფილმის ჩვენებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს გასული საუკუნის 90–იანი წლების
საქართველოში სამოქალაქო ომის შესახებ შეახსენა.ასევე უკვე ნასწავლი ნუგზარ შატაიძის
მოთხრობაზე ესაუბრა.დისკუსია ,რომელიც ფილმის ჩვენებას მოყვა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.გაკვეთილზე
ნასწავლი მოთხრობის გმირები ეკრანზე გაცოცხლებული სხვანაირად აღიქვეს ბავშვებმა.უფრო მეტად იგრძნეს
თანატოლი ბიჭის ტკივილი,რომელიც მძიმე რეალობას ცდილობს გაუმკლავდეს თვისებურად. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი დიდი იმედგაცრუებაა,რომელიც ფილმის გმირმა დიდი გზის და დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ განიცადა. სადისკუსიო კითხვები: როგორ ცდილობს ფილმის გმირი დაიბრუნოს იმედი
და რწმენა? როგორაა დანახული მძიმე რეალობა გმირის თვალით?
Комментариев нет:
Отправить комментарий